“უახლოეს ოთხ-ხუთ წელიწადში „ქართულ ოცნებას“ არაფერი მოუვა. ქართული საზოგადოება უკაცრავად და ქარაქუცა პარტიებით აღარ ჩაანაცვლებს „ქართულ ოცნებას“. უფრო ნიჭიერი ხალხით დაკომპლექტებული ახალი ძალა გაჩნდება. მოვესწრები იმას, რომ ჯანსაღი ძალით ჩანაცვლდეს „ქართული ოცნება“. 2024-ში ჩვენ განაცხადს შევიტანთ ევროკავშირის წევრობაზე. ყველაზე განვითარებული და საინტერესო დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში მივიდეთ, სადაც ჩვენი ადგილია“, – განაცხადა ივანიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ვრცელი განცხადების შემდეგ პირველ და როგორც თავად ამბობს, ბოლო სატელევიზიო ინტერვიუს საზოგადოებრივი მაუწყებელის გადაცემა „თავისუფალ ხედვა”-ს აძლევს, რომელიც ეთერში გავა.