2023 წლიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 300 ლარამდე გაიზრდება, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირებისთვის 365 ლარამდე – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები 70 წლამდე ასაკის პენსიონერები 355 ლარს აიღებენ, ხოლო 70 წლის ზემოთ 420 ლარს
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მიმართულება იზრდება 770 მლნ ლარით. პენსია 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის, გახდება მაღალმთიან რეგიონებში 420 ლარამდე, თითქმის 440 ლარი იქნება პენსია. სხვაგან 365 ლარი. 70 წლამდე პირთა პენსია, აგხდება თითქმის 300 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 355 ლარი,” – თქვა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.