„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პუტინი არის დასაბმელი გიჟი.
„ცოტა ხანი ვუსმინე პუტინს და სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ტიპი არის არა უბრალოდ პარანოიკი და არაადეკვატური, არამედ, როგორც ძველად იტყოდნენ, დასაბმელი გიჟი.
ისე, იმასაც დავაკვირდი, რომ დარბაზში მსხდომი მთელი “პოლიტბიურო” ტაშს კი უკრავდა, მაგრამ თან ყველა კაი მოჟამული სახით იჯდა. ეტყობა იგრძნეს ცოტა მაინც, იგრძნეს.
ცივილიზებული კაცობრიობა კი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს თუ როგორ გაკოჭონ ეს გიჟი და დააბან სადმე, რადგან მასთან ლაპარაკს არანაირი აზრი არა აქვს.
ესაა ჩემი კომენტარი“, – წერს დავით ზურაბიშვილი.