ვის და რატომ უფორმებს ოზურგეთის მერია დაჩქარებული წესით ხელშეკრულებებს?

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ ჩაატარა კვლევა, საიდანაც დგინდება, რომ სახლემწიფო უწყებები გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს მალავენ.  დადგინდა, რომ 18 უწყება არ ასაჯაროებს შესყიდვების დოკუმენტებს ზოგი უწყება კი გამარტივებული და დაჩქარებული წესით აფორმებს ხელშეკრულებებს ერთ კონკრეტულ კომპანიასთან.

კანონმდებლობის თანახმად, გამარტივებული შესყიდვის წესი დამკვეთმა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს, თუ ის გამოუვალ მდგომარეობაშია და ვერ ასწრებს ტენდერის ჩატარებას, მაგრამ დამკვიდრებული პრაქტიკა სრულიად სხვანაირაია. ასეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც, სადაც ოზურგეთის მერიამ 40 წუთის განმვლობაში  პირდაპირი შესყიდვის წესით 10 კონტრაქტი გააფორმა  შპს ”კაიზენთან”.

ფაქტს ეხმაურება ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, რომელიც აცხადებს, რომ ოზურგეთის მერიამ მხოლოდ ერთ თვეში 401 000ლარის ხელშეკრულება გააფორმა:

”ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, მხოლოდ ერთ თვეში 401 000 ლარის ხელშეკრულება გააფორმა, – 42 წუთის ინტერვალით კი, ერთ კომპანიას 127 000 ლარის 10 ხელშეკრულება გაუფორმა” – აცხადებს ნიკოლაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share