ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, ბესო ქათამაძე სოფელ ნაგომარში შიდა გზის მოუწესრიგებლობის შესახებ წერს.
როგორც ქათამაძე აცხადებს, სოფელის შიდა გზაზე ორ დღეზე მეტია, ქვიშაა დაყრილი, რის გამოც ვერც მოსახლეობა გადაადგილდება და ვერც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ტრანსპორტი:
”ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City Hall მშვიდობით ხომ ხართ, რას მავნებლობთ ასეთს ან ვის დასცინით, სოფ.ნაგომარში თქვენს მიერ მიტანილი ქვიშა სოფლის შიდა გზის მოწესრიგებისთვის ორ დღეზე მეტია ასე უპატრონოდ ყრია, სასოფლო გზაზე სადაც ვერც მოსახლეობა გადაადგილდება და ვერც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილები.” – წერს ქათამაძე.