“გირჩევდით, რომ ფლანგვის დეტექტორის კვლევებით არ გეხელმძღვანელათ” – ასე უპასუხა ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტების შეკითხვას ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
“მე გირჩევდით, რომ ფლანგვის დეტექტორის კვლევებით არ გეხელმძღვანელათ და გეხელმძღვანელათ სტატისტიკით, რომელსაც სახელმწიფო სტატისტიკის სააგენტო აქვეყნებს მუდმივად და რომელზე დაყრდნობითაც შეგეძლოთ, უკეთესი ანალიზი გაგეკეთებინათ.
სტატისტიკით დგინდება, რომ საქართველომ დივერსიფიკაცია მოახდინა თავისი ბაზრების, რომ უფრო და უფრო იზრდება ევროკავშირში ჩვენი პროდუქციის შეტანა და გამომდინარე იქიდან, რომ ახლა საომარი მდგომარეობაა და რა თქმა უნდა, არასტანდარტულ მოცემულობაში ქვეყანა ახლა ერთჯერადი დაკვირვებით ვერ შევქმნით შთაბეჭდილება, რომელიც შეიძლება იყოს არასწორი”, – თქვა წილოსანმა.
ცნობისთვის, ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2022 წლის მხოლოდ პირველ ნახევარში რუსეთიდან იმპორტი 51%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 15 წლის მაქსიმუმია.