“ჩემი ვალდებულებაა, ყველგან მხარი დავუჭირო საქართველოს ქალებს, მათ საქმიანობას, მათ მოღვაწეობასა და განვითარებას. რეგიონებში ყოფნისას არაერთხელ გვქონდა საშუალება, ქალი მეწარმეები მოგვენახულებინა და გვენახა, რამდენად დიდი და დინამიურია ჩვენი ქალების პოტენციალი. შარშან პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჩაატარა ქალთა საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მთავარი თემაც ქალები, კონფლიქტები და ყველა ის საკითხი იყო, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოში ქალთა მეტ ჩართულობას ითვალისწინებს და მოითხოვს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი ძალა ქალების ხელშია. შესაძლოა, დღეს სტატისტიკაში არ ჩანს, რომ ქალებს მიჰყავთ ეს ქვეყანა, მაგრამ ჩვენ თუ გადავხედავთ, სად არის ინოვაცია, გამბედაობა, მეტი პირადი ინიციატივა, დავინახავთ, რომ ეს ქალების ხელშია”.