მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ექსპერტიზაში ჩართული კიდევ ერთი უცხოელი ექიმი დღეს ჩამოვა.
„დღეს ღამე უნდა ჩამოვიდეს ბატონი კობი, რომელიც ორთოპედია. იმ ადამიანებმა, ვისაც გვინდა მისი ფიზიკურად გადარჩენა, უნდა ვიჩქაროთ“, – განაცხადა ალასანიამ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კლინიკა ვივამედში ის ცენტრ ემპათიის წევრებმა მოინახულეს. მარიამ ჯიშკარიანის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია.
“განხორციელდა ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან. ჩვენი შეფასებით, მდგომარეობა დამძიმებულია. ბოლოს ჩვენ ვნახეთ სექტემბრის დასაწყისში და ახლა მდგომარეობა არაადეკვატურად დამძიმებულია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სიტუაცია არის საკმაოდ მძიმე. მულტიპროფილური დიაგნოზები აქვს მას. ველოდებით ნევროლოგის ვიზიტს ამერიკიდან, ასევე შესაძლებელია ბატონი კოლბი ჩამოვიდეს, ეს გახლავთ ცნობილი პროფესორი ამერიკიდან. შემდგომში ექსპერტიზა სასწრაფოდ დასრულდება და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ძალიან სწრაფად იქნება დასკვნა”, – თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.