”ლანჩხუთში გურულს ცხენშებმული ურმით გზაზე გადასვლისას მანქანა დაეჯახა. ჰოოდა აი გურული გზის ერთ მხარეს გადაფრინდა, ცხენ-ურემი კი მეორე მხარეს. გადმოვარდა დაფეთებული მძღოლი მანქანიდან, ჯერ ცხენთან მივიდა, ეს მაინც ვერ გადარჩებაო ამოიღო პისტოლეტი და მოკლა, შემდეგ გურულთან მიირბინა, თავზე დაადგა და აღელვებული ეკითხება:
– როგორ ხარო?
ცხენის საკითხის მოგვარების დამნახველმა გურულმა, ჯერ ლულაზე ბოლადენილ პისტოლეტს გახედა და მერე მხნედ უპასუხა:
– მე ძამა? დატაკებამდე, რომ ვიყავი იმაზე უკეთესად ვარ!” წერს აგვოკატი კახა ჩავლეშვილი სოციალურ ქსელში.