მარნეულის სოფელ კირიხლოს სკოლაში ბავშვების მუხლებზე დაყენებით დასჯის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყეს, რაც იძულებას გულიხსმობს. დანაშაული ისჯება ორ წლამდე ვადით გამასწორებელი სამუშაოთი ან 18 თვემდე თავისუფლების აღკვეთით.
მოსწავლეების დასჯასთან დაკავშირებით ინფორმაცია გუშინ, 2 ოქტომბერს აქტივისტმა, სამირა ბაირამოვამ გაავრცელა. ბაირამოვას ცნობით, ქართულის მასწავლებელი, რომელმაც ბავშვები ამ ხერხით დასაჯა, მარნეულის საკრებულოს წევრი და ქართული ოცნების წარმომადგენელი, რახმან მუსაევია.
“ფოტო, მარნეულის სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლიდან. სკოლის მასწავლებელი ასე სჯის მოსწავლებს, ვინც კარგად არ სწავლობს. ესაა ქართული ენის მასწავლებელი, ასევე მარნეულის საკრებულოს წევრი, სკოლის დირექტორის ძმის შვილი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ფაქტს მარნეულის რესურს ცენტრი ადასტურებს.
ეს პირველი შემთხვევა არაა, ბევრი სკოლაში ასეთი სიტუაციაა, ამის მთავარი მიზეზი კი სკოლის პოლიტიზირებაა, სკოლის დირექტორები უფრო პოლიტიკური როლს ასრულებენ ვიდრე საგანმანეთლებლო.
ასევე გავიგე, რომ ამ სკოლის დირექტორი ბევრ რამ არის ცნობილი, ვის არ ემორჩილება უშვებს სკოლიდან, ასევე მისი ოჯახის წევრი უყვარდა ერთი მასწავლებელის შვილშვილს უარის შემთხვევაში მასწავლებელი განთავისუფლა სკოლიდან, დირექტორი ხორცის ბიზნესითაც არის დაკავებული, თუ რომელიმე მასწავლებელი მისგან არ ყიდულობს, დიდი შარი ელოდება და ძალიან ბევრი ასეთი ფაქტებია”. – დაწერა ბაირამოვამ.