ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, თათია ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში ოზურგეთის ერთ-ერთი ქუჩის შესახებ წერს. დეპუტატი აღნიშნავს, რომ უკვე თვეებია, თედო სახოკიას ქუჩა წყლითაა დატბორილი:
”ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City Hall
მეოთხეჯერ გნიშნავთ ამ ადგილზე. აქ ხალხი ცხოვრობს, ბავშვები დადიან სკოლაში და ფეხით მოსიარულე ადამიანებისთვის, აქ მაცხოვრებლებისთვის ეს პრობლემა რამდენად რთულია ალბათ ბატონი ავთანდილ თალაკვაძე / Avtandil Talakvadze -სთვის რთული გასაგებია, რადგან კვირაში ორი დღით გვსტუმრობს, მაგრამ იქნებ კეთილი ინებოთ და ხალხი რაშიც გიხდით ფულს, ის მოვალეობა შეასრულოთ. ევროკავშირის დაფინანსებული პროექტებით რომ მოგაქვთ თავი, თავად კი – ეს ერთი კონკრეტული პრობლემა წელიწადია რომ ვერ გადაჭარით..სირცხვილია..
მოუწოდეთ შესაბამის სამსახურებს ერხელ და სამუდამოდ მოუგვარონ ეს პრობლემა მოსახლეობას .
მის: ოზურგეთი, თედო სახოკიას ქუჩა.” წერს ნიკოლაშვილი.