სამტრედია-გრიგოლეთის გზა 10 წელია შენდება, თუმცა 4 ლოტიდან 3 კვლავ დაუსრულებელია, – ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.
ორგანიზაცია წერს, რომ 2013 წლის ბიუჯეტის თანახმად მშენებლობისთვის სულ 237 მლნ ლარი იყო საჭირო, თუმცა 2021 წელს თანხა 1 მილიარდ ლარს გასცდა.
გარდა ამისა, მშენებლობის დაწყების შემდეგ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 6 მინისტრი გამოიცვალა, თუმცა პროექტი ჯერაც დაუსრულებელია.
”სამტრედია-გრიგოლეთის 4 მონაკვეთიდან ყველაზე გვიან – 2019 წელს – მე-3 ლოტი უნდა დასრულებულიყო. თუმცა ამჟამად მხოლოდ ერთი მონაკვეთია დასრულებული, 3 კი კვლავ დაუსრულებელია, 2013 წლის ბიუჯეტის თანახმად მშენებლობისთვის სულ 237 მილიონი ლარი იყო საჭირო, თუმცა 2021 წელს თანხა 1 მილიარდ ლარს გასცდა”, – წერს ორგანიზაცია.