Bloomberg-ის ინდექსით, წლის დასაწყისიდან ივანიშვილმა $600 მილიონი დაკარგა

Bloomberg-მა მსოფლიო მილიარდერთა ახალი ინდექსი გამოაქვეყნა. 500 უმდიდრეს ადამიანს შორის საქართველოს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი მეოთხასე ადგილზეა.

Bloomberg-ის ცნობით, ამ წლის დასაწყისიდან ივანიშვილმა 600 მილიონი დოლარი დაკარგა და ამჟამად მისი ქონება 5.45 მილიარდი დოლარია.

ბიძინა ივანიშვილის ოპოზიცია და ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი, ასევე, უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირები რუსულ კავშირებში და ოლიგარქიაში ადანაშაულებენ, ამ მიზეზით ისინი “ოცნების” დამფუძნებლის დასანქციებას ითხოვენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share