“ჩვენ ის ხელისუფლება და პოლიტიკური გუნდი ვართ, რომელმაც ჩვენი ხალხისა და საქართველოს არჩევანი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ კონსტიტუციაში ჩაწერა. თქვენ კი ის ოპოზიცია ხართ, რომელმაც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველომ NATO-ში გაწევრიანებისთვის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა და NATO-ს ეგიდით რეგიონში ყველაზე დიდი წვრთნები სწორედ ქართული ოცნების მმართველობის დროს ჩატარდა საქართველოში. ეს უბრალოდ ფაქტების სახით რომ შეგახსენოთ. “
შეახსენა არჩილ თალავაძემ ოპოზიციას პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე