შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული გ.ს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს. მას ბრალი ძალადობაში ედება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მცხოვრებმა გ.ს.-მ მიმდინარე წლის 12 იანვარს, ურთიერთშელაპარაკების დროს, თანასოფლელებს – 2003 დაბადებულ ნ.ი.-სა და 2003 წელს დაბადებულ მ.ი.-ს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა.
ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მედიკოსებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს და ექვსი თვიდან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მსგავსი სტატიები
- 89
- 88
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში, ცოლის ძმამ სიძე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. სიძე-ცოლისძმას შორის დაპირისპირების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან, რომლებიც შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
- 86
დღეს დილით დუშეთში შუახნის ქალის ცხედარი იპოვეს. ის არაგვისპირში, წყლის თხრილში ნახეს. 58 წლის ქალი ერთ-ერთ ფერმაში მწყემსად მუშაობდა. როგორც ადგილობრივებმა გვაცნობეს, მას ორი დღე ეძებდნენ, დღეს კი ამ ადგილას გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ქალი სავარაუდოდ გაიყინა. გარეგნული დათვალიერებით ცხედარს დაზიანებები არ აღენიშნება. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე…
- 86
თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე, ვ.ზ თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ ხაჩიშვილის მკვლელობისთვის დააკავეს. გუშინ ღამით ვ.ზ-მ ხაჩიშვილს თელავის ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მოკლა. ის დაკავებულია. საქმეს კახეთის საოლქო პროკურატურა იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, ინციდენტი ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა, რის შემდეგაც, "შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განზრახ მოკლა…