მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა – ამ წუთებში ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ადვოკატების თქმით, მესამე პრეზიდენტი ცუდად მას შემდეგ გახდა, რაც მას პალატაში პროკურორი და მოსამართლე შეუვარდნენ და მისი დაკითხვა მოითხოვეს. უფლებადამცველების მტკიცებით, სააკაშვილს კრიზისი განუვითარდა და მედიკოსების სასწრაფო ჩარევა გახდა აუცილებელი. მათ შორის ამერიკელი ექიმის, ამ მდგომარეობაში კი პრეზიდენტის დაკითხვა შეუძლებელი იყო. პროკურორი იძულებული გახდა, “ვივა მედის” კლინიკა დაეტოვებინა.
დღეს ვერც ამერიკელმა ნევროლოგმა შეძლო მიხეილ სააკაშვილის გამოკვლევა. მედიკოსს რამდენიმე საათი ალოდინეს კლინიკაში. ექიმი პრეზიდენტის პალატაში მხოლოდ მას შემდეგ მოხვდა, რაც მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო მისი შეყვანა კატეგორიულად თავად სააკაშვილმა მოითხოვა, თუმცა დღეს ექიმების მთავარი ამოცანა მესამე პრეზიდენტის კრიზისიდან გამოყვანა იყო. გამოკვლევას ექსპერტები მხოლოდ სააკაშვილის მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ შეძლებენ.