აშშ-ს ელჩი პარლამენტში, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ოცნებიდან ფორმალურად წასული “ხალხის ძალის” მუდმივ ანტიდასავლურ და ანტიევროპულ რიტორიკას და აღნიშნა, რომ ამ კუთხით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია დამაბნეველია
“მე არ მსურს კომენტარი გავაკეთო საქართველოს შიდაპოლიტიკურ ამბებზე, საზოგადოება ალბათ თავად ხედავს რა ხდება, თუმცა ერთის მხრივ, ხელისუფლების დამოკიდებულება არის დამაბნეველი. გვესმის მესიჯები, რომელიც ეთანხმება გარკვეულწილად ამას, მეორეს მხრივ, პრემიერმინისტრი და სხვანი გამოთქვამენ სურვილს გაძლიერდეს პარტნიორობა აშშ-სთან.
მე ყოველთვის მსურს ფაქტებით ვისაუბრო. ვიცით, რომ ბევრი დეზინფორმაციაა ჩვენს გარშემო. სიმართლე ის არის, რომ აშშ ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთგულად უჭრეს მხარს და ეხმარება საქართველოს განვითარებაში, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით როგორიცაა ეკონომიკა, სუვერენიტეტი, დემოკრატია” თქვა კელი დეგნანმა.
მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორებისა და აშშ-ს ფინანსური დახმარებები, რომლებიც საქართველოს პანდემიის დროს, ასევე უკრაინაში ომის ფონზე გამოწვეული კრიზისისას აღმოუჩინეს.