ამერიკაში მოღვაწე პროფესორი დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის ფაქტს ეხმაურება და წერს:
“არიან სრულიად ყეყეჩი, ბრიყვი, დეგენერატი ადამიანები, რომლებსაც რაღაც ბუნების ირონიით თუ შეცდომით აქვთ ერთი განსაკუთრებული ნიჭი. თან ისეთი, როგორიც მასზე განათლებულ, ჭკვიან, გონიერ ადამიანებს არა აქვთ. ასეთია ბორია ივანაშვილი, უვიცი, ბლუ, გაუნათლებელი ადამიანი, რომელიც მშობლიურ ენაზეც კი ვერ ლაპარაკობს. მაგრამ აქვს ფულის კეთების ალღო, თანაც ბნელი, უნამუსო, უკანონო გზებით.
აი, ცოტა ხნის წინ მან 100 მილიონი დოლარი საფრანგეთის მთავორბას გადაურიცხა იქ კოვიდის ვირუსთან საბრძოლველად. აქ, საქართველოში თავისი უამრავი ქონების „საქველმოქმედო“ ქართუ ბანკისთვის (რომელსაც თვითონვე ფლობს) გადარიცხვით, მან ის 100 მილიონი დოლარი მთლინად თუ არა, მნიშვნელოვანი პროცენტით აინაზღაურა და ამით ზუსტად იმდენივე თანხა მოპარა საქართველოს ბიუჯეტს, რადგან, როგორც იცით, ამ ქონებას არ დაედება ყოველწლიური საგადახადო ბაჟი.
მისი პოლიტიკიდან „წასვლა“ მორიგი ანეგდოტია. როგორც ადრე იყო ქვეყნის მთავრობის ბატონ-პატრონი, იგივე იქნება ეხლაც. მაგრამ მე კიდევ ეჭვი მაქვს, რომ გაზაფხულისთვის გამოჩნდება ახალი პარტია, ახალი სახეებით, რომელიც თავს ოპოზიციად გამოაცხადებს, ოცნებას გააკრიტიკებს – ძალიან არა, მაგრამ საკმარისად, რომ ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი მოიზიდოს, თან ააფრიალებს სამართლიანობის დროშას და გამოაქვეყნებს ცხელ-ცხელ დაპირებებს. აი ისეთს, რვა წლის წინ რომ იყო – პირველი წელი იქნება მძიმე, მეორე კარგი, მესამე ძალიან კარგი და მეოთხე თლა გადასარევი. ამით მოაკლებს მხარდაჭერას სხვა პარტიებს, და თუ გაზაფხულზე ჩატარდა რიგგარეშე არჩევნები, აღმოჩნდება, რომ ეს ახალი „სამართლიანობისთვის მებრძოლი“ პარტია ჩაეხუტება ოცნებას და ამგვარად შეიქმნება ორპარტიული, მაშასადამე სრულიად ლეგიტიმური პარლამენტი.
გითხრათ მართალი, ზოგჯერ მგონია ასეთი “ახალი” პარტია უკვე შექმნილია, მაგრამ მოსახერხებელ დროს ელის.
ნუ, თუ ეს არ გამოვიდა, ყოველთვის არის ვერტმფრენი და მისი ასაფრენი მოედანი, რომლებიც ბორიას განკარგულებაში რჩება. ფულები ქართუ ბანკიდან საზღვარგარეთ უპრობლემოდ გადაირიცხება. სფრანგეთში კი მედლიანი ბიჭის კაი ცხოვრებას არაფერი შეუშლის.”- წერს კიზირია.