ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, რომელმაც დღეს, ჟურნალისტის მეორე ცოლად მოყვანის სურვილი საჯაროდ დააფიქსირა, მოქმედმა ცოლმა დასაჯა.
როგორც ”გურიის მოამბეს” შეატყობინეს, ცოლქმარს შორის ურთიერთშელაპარაკება იმდენად ხმამაღალი იყო, რომ მეზობლებმა ჟურნალისტებსაც შეატყობინეს და პოლიციასაც კი მიმართეს დახმარებისთვის.
როგორც გავარკვიეთ, დარჩიას ოჯახში პოლიციის ეკიპაჟი მივიდა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე დაემალა, ან ცოლმა საგულდაგულოდ გადამალა (დიდი ალბათობით “გარაჟში).
როგორც გავიგეთ, დარჩიასთან სამართალდამცავებმა სატელეფონო გასაუბრების ოქმი შეადგინეს, რომელშიც დარჩია აღნიშნავს, რომ მასზე ცოლს არ უძალადია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, დავით დარჩია ცოლმა “გარაჟში” ჩაკეტა, გასაღები ჯიბეში ჩაიდო და დარჩიას მაშინაც მოუწია პოლიციისთვის ახსნა_განმარტების მიცემა.