“პუტლერის იმპერია ხუხულასავით ინგრევა” – რას წერს ბუკა პეტრიაშვილი

პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი ბუკა პეტრიაშვილი ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენების შესახებ მორიგ პოსტს აქვეყნებს.

“აბა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი #BDN მოვიდა კაი კაი ამბებით!
ხერსონის მიმართულებაზე ჩვენებმა მოიქუჩეს ურდო ქალაქ ხერსონში, ბეროსლავში და ნოვაკახოვკაში! სანამ შეუძლია ჯერ კიდევ, ურდოს გაყავს თავისი დაჭრილები. ჩვენებიც ღონიერად ემზადებიან გადამწყვეტი შეტევებისთვის! მძაფრი სუნი მოდის ურდოსი სამხედრო ბლოგერების და კორესპონდენტების გვერდებიდან! ვერ გოუძლებთ ამ შეტევასო! ვიდრე დიდი შეტევა დაიწყებოდეს, გუშინ ჩვენებმა კიდევ სამი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს: ნოვოვოსკრესენსკი, ნოვოჰრიჰორევკა და პეტროპავლოვსკი!
ლუჰანსკის მიმართულებით კაი მშვენიერი ამბებია: გრეკოვკა, მაკიივკა და კიდევ 4 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს ჩვენებმა! დღეს ზსუ-ც დაადასტურებს! კიდო 2 დიდი ქვაბია ურდოს ჩასახარშად: სვატოვოს და კრემენნას ქვაბები დადგეს ცეცხლზე ჩვენებმა ბლოომად ურდოსიკებით! მშვიდობიანი მოსახლეობა ტოვებს ტერიტორიებს, ურდო კი ისტერიკაშია და ითხოვს დახმარებას! დახმარება კი არალიიი!
დახმარება კი არა, აშკარად წყალს უყენებენ მეჯოგე შოიგუს! აბა ვრცელდება და ვრცელდება აჯანყებული ჩმობიკების ვიდეოები – სიცხე გვაქვს ყველასო, ამ ავტომატებით დენიკინი იბრძოდაო და რაც მთავარია აფიცრობამ დაგვყარა და გეიქცაო! დუმადან პროკურატურაში წერილი წავიდა სისხლის სამართლის საქმეების აღძრვის მოთხოვნით! პუილომ გუშინ ისევ იბოჟიალა, მარა ამ ბოჟიალში შოიგუს მობილიზაციის ჩავარდნაზე ხელებიც შეაწმინდა და ფეხებიც! თან, როგორც რამზანკა დიროვმა ახარა თავის ფარას, პუილომ დაბადების დღეზე გენერალ პოლკოვნიკის წოდება მიგრევაო! ცოტაა! არმიის გენერლობის ღირსი ხარ შენ დონ დონ! უუუ რა კაი ხასიათზე იქნებიან ურდოს მხრდართმთავრებიიი აი მაგათი შეფასებებით კი დავტკებობიდ სუსის კრებსებში! ხო კაი ეფესბეს კრებსებში!
არ შეიძლება არ “დაფასდეს” ურდოს “წვლილი” ჩვენების შეიარაღებით უზრუნველყოფაში! 470-მდე ტანკი “უსახსოვრა” ურდომ ჩვენებს, მაშინ როდესაც დასავლეთიდან 330 გვაქვს მიღებული!
კიდო ასეულობით ჯავშანმანქანები და ათობით საარტილერიო სისტემები! ფული “ორკებსაც” ანათებს! გუშინ ხერსონის რაიონში წარმატებით გაფორმდა ურდოს ჯავშანმანქანის მიღება-ჩაბარების აქტი! ბალანსიდან ბალანსზე!
ჩეხეთმა, არიქა მოგვეჭრა თავიო და მორიგი სამხედრო დახმარების პაკეტიც გაამზადა! ჰამბობენ, რომ ტანკებიც იქნებაო!
იტალიის ახალმა უმფროსმა ჯორჯა მელონიმ, მეც აქა ვარ ჩემი დახმარებითო!
როგორც მოსალოდნელი იყო, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ლიზ თრასმა კონსერვატორთა ყრილობაზე შეკლასა უმაღლეს დონეზე! ჯერ იყო და უკრაინის ტერიტორიების სანაცვლოდ და უკრაინის გარეშე ვინმეს ღმერთი არ გაგიწყრეთ და პუტლერს ნურაფერს შეთავაზებთო! მერე კიდევ, უკრაინას იმდენს და იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც გამარჯვებას დაჭირდებაო! იმიტომ რომაო, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს და უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებსო!
ევროკავშირმა სანქციების მე-8 პაკეტიც გამააცხო! ვინც კი დარჩა რაშკაში, რომ დედას დაუწყევლია და ამ სიაში არ იყო, ყველა მოხვდა! რაც მთავარია, ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესება შეთანხმდა! ბარაქალა! დეტალებს დღეს ლოდერები გვეტყვიან!
უკრაინა იწყებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (ოესიდი) გასაწევრიანებელ პროცედურებს! 38 ძლიერ ეკონომიკაში გაწევრიანება მაგარი ამბავი იქნება უკრაინისთვის!
უკრაინა იმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის იმპერია ხუხულასავით ინგრევა!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!” – წერს პეტრიაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share