[…] ის გასულია პოლიტიკიდან, ის გახლავთ ფილანტროპი და ადამიანი, ვინც მომავალში ისევ მოქალაქეების სასარგებლოდ განათლების სექტორში, კულტურის სფეროში ახორციელებს ქველმოქმედებას და ეს არის ძალიან დიდი საქმე. სწორედ ამიტომ, დღეს ფაქტი, რომ ნაციონალური მოძრაობა, რადიკალური ოპოზიცია არის განმსჭვალული პოლიტიკური შურისძიებით და მათი ნებისმიერი ნაბიჯი, მათ შორის, დეზინფორმაციის კამპანია, რაც მიმდინარეობს ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, არის ერთადერთით განპირობებული – მათ ამოძრავებთ პოლიტიკური შურისძიება.