ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუდან უფრო ცხადი გახდა, თუ საიდან იღებს სათავეს ის უსამართლობა, რასაც ამ საქმეში აწყდებიან.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა ინტერვიუს დროს დავით ხიდაშელის მიერ რუკების მოპოვება გმირობად შეაფასა და თქვა, რომ ხიდაშელი მასზე არანაკლები ქველმოქმედი, პატრიოტია. ივანიშვილის განცხადებით, ხიდაშელის მიერ რუკების მოპოვებმა ქვეყანას ერთი მხრივ აარიდა მეზობელ სახელმწიფოსთან კამათს, სირცხვილს ხოლო მეორე მხრივ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გადაარჩინა შუაზე გაჭრას.
“კიდევ ერთხელ, ყველას გასაგონად:
– მთელი სახელმწიფო აპარატი: პროკურატურა (ჩვენი დათვლით 30-მდე პროკურორი და გამომძიებელი), სუსი, თავდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, პენიტენციური დეპარტამენტი, სასამართლო, ექსპერტიზის ბიურო და ა.შ. კანონიერი თუ უკანონო გზების გამოყენებით აქტიურადაა ჩართული მელაშვილისა და ილიჩოვას პატიმრობისა და მსჯავრდების უზრუნველყოფის პროცესში;
– ადვოკატებს დღემდე არ გვეძლევა საშუალება, პირისპირ, ტელეფონის გარეშე გვქონდეს ივერი მელაშვილთან კომუნიკაცია;
– ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად დღემდე არ გადმოგვცემია იმ რუკების ასლები, რომელიც ჩვენთვის მთავარი მტკიცებულებაა და ამოღებული აქვს პროკურატურას;
– დღემდე ვისმენთ და ვხედავთ მიზანმიმართული სიცრუის გავრცელებასა და ბრალდებულების უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას”, – წერს მშვენიერაძე.
მსგავსი სტატიები
- 98
"დიახ უმაგრესი და სამართლიანი რეაქცია გვქონდა პუტინის "პროპაგანდისტის", ქართული მთლიანი სახელმწიფოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების ავტორის მიმართ, რომელიც კომენდანტის საათის დარღვევით გაღატაკებულ , "გამომწყვდეულ" საქართველოში 50 კაცით ,საგრიალოდ ჩამოფრინდა და ჩვენ არ დავხვდით ხელგაშლილები , როგორც ყოველთვის და ელარჯი” არ ვაჭამეთ, არც ვიღაც მასპინძელ "პევიჩკას" შეარგეს ვაჟკაცებმა და პატრიოტმა ადამიანებმა ,დაგეგმილი…
- 97
რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მთავრობის წარმომადგენლებთან და ეპიდემიოლოგებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა,რომ შეხვედრა ყოველგვარი შეთანხმების გარეშე დასრულდა და მეტიც, ეპიდემიოლოგების არგუმენტები სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა ბიზნესისთვის. „შეთანხმება არაფერზე არ მომხდარა. წარმოიშვა ძალიან დიდი უფსკრული ბიზნესსა და სახელმწიფოს გადამწყვეტლებს შორის. რთულად წარმოსადგენია, ეს უფსკრული როგორ შეივსება. აქ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას…
- 97
რომან გოცირიძე ქართულ პოლიტიკაში ნამდვილად გამორჩეული პერსონაა. გამორჩეულია არა მხოლოდ მისი სხარტი აზროვნებით, ან პოლიტიკური პროცესების შეფასების ძალიან გონიერი და ორიგინალური ფორმებით, არამედ გულწრფელობით, რის დეფიციტს ნამდვილად განიცდის ქართული პოლიტიკური კლასი. რამოდენიმე დღის წინ მწერს - .. დაიწყო, დარეგისტრირდი სასწრაფოდო. მანქანა გადავაყენე და რამოდენიმე წუთში თარიღი შევარჩიე - ვაქცინად კი…
- 97
გერმანიასა და საქართველოს შორის სეზონური დასაქმების შესახებ ხელშეკრულების იმპლემენტაცია ახალ ეტაპზე გადავიდა: გერმანიიდან ვაკანსიების გამოგზავნის და კონკრეტულ ვაკანსიებზე კანდიდატების შერჩევის პროცესი დაიწყო. ვაკანსიები როგორც „აქცენტს“ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა განუცხადა, ამ დროისთვის დასაქმების სააგენტოში დაახლოებით, 300 ვაკანსიაა შემოსული. მათგან 50 ვაკანსიაზე კანდიდატები გერმანიაში აპრილის დასაწყისში უნდა…