სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უცხოელი ექიმები იტყუებიან – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი, კახა კა­ლა­ძე აცხადებს, რომ ყვე­ლა პა­ტიმ­რის, მათ შო­რის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი უზ­რუნ­ველ­ყოფს.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­საზ­რე­ბას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბას არ უწე­ვენ, კა­ლა­ძის თქმით, “ეს არ არის მარ­თა­ლი, ტყუ­ი­ლია”.

მან ასე­ვე უპა­სუ­ხა კი­თხვას, იტყუ­ე­ბი­ან თუ არა ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი უცხო­ე­ლი ექი­მე­ბი, რო­დე­საც სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

“კი, კი, იტყუ­ე­ბი­ან. ეს არ არის სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია. ყვე­ლა პა­ტი­მარს შე­სა­ბა­მის სერ­ვი­სებ­ზე ხელი მი­უწ­ვდე­ბა – თუ სა­ჭი­როა ექი­მე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა, ჩარ­თუ­ლი არი­ან, თუნ­დაც ის, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი და იქ აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას. ასე რომ, თუ რო­მე­ლი­მე პა­ტი­მარს რა­ი­მე სა­ჭი­რო­ე­ბა ექ­ნე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბა ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს. მე ვენ­დო­ბი შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურს და შე­სა­ბა­მის უწყე­ბას”, – გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share