ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს.
“წარმოგიდგენთ რუსეთის გადარჩენის გეგმას. თვითონ დაშლას უწოდებენ, მაგრამ რეალურად ეგაა მათი ხსნა. თუ ეს არ მოხდება, მუდმივად უბედურებაში იქნებიან თვითონაც და სხვებიც.
კაპიტულაციის შემდეგ უნდა გადაწყდეს ბირთვული პოტენციალის საკითხი.
რუსეთის მომავალი უნდა განსაზღვროს ძირითადად ამერიკამ, ევროკავშირმა, ჩინეთმა, თურქეთმა და უკრაინამ.
რუკა კი ასეთი უნდა გახდეს:
● საკუთრივ რუსეთი ( წითლად მოვნიშნავ რუკაზე)
● შორეული აღმოსავლეთის ტერიტორიული წარმონაქმნი.
● ციმბირი
● დიდი ურალი და ვოლგისპირეთის ნაწილი.
● ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკები ცალ-ცალკე სახელმწიფოებად.
● რუსეთის ბაზები დატოვებენ აფხაზეთსა და ცხინვალს. ეს რეგიონები დაბრუნდება საქართველოს იურისდიქციაში. საქართველო გახდება ნატოს წევრი.
● რუსეთის ბაზები ტოვებენ სომხეთს. აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტის მოგვარებას უზრუნველყოფს ევროკავშირი და აშშ.
● კალინინგრადი/კენიგსბერგი – ჩამოერთმევა რუსეთს და გადაწყდება, რომელი სახელმწიფოს შემადგენლობაში შევა.
● ყირიმი – დაბრუნდება უკრაინის იურისდიქციაში. ალბათ ეს ყველაზე ადრე მოხდება, რაც ამ სტატუსში დავწერეთ.
● კურილიის კუნძულები – იაპონია.
ეს ყველაფერი არ არის. ახლანდელი რუსეთის სხვა რეგიონების საკითხებიც განსახილველია.
რაღაც რესურსები უნდა დარჩეს, რომ მოსკოვი მშიერი არ მოკვდეს. ეგაა და ეგ. გახდება რიგითი, მაგრამ ევროპული პერსპექტივის მქონე საინტერესო ქვეყნა”, – წერს სანაია.