რუსთავის აზოტის თანამშრომელი, რომელმაც შემთხვევით ქიმიური ნივთიერება დალია, გარდაიცვალა

რუსთავის აზოტის თანამშრომელი, რომელმაც შემთხვევით ქიმიური ნივთიერება დალია, გარდაიცვალა.

საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავს“ ფაქტი კლინიკაში დაუდასტურეს, სადაც 55 წლამდე კაცი 4 დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

შეგახსენებთ, რომ კაცს სამსახურში ყოფნის დროს ქიმიური ნივთიერება წყალში აერია და დალია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share