“არსებული პარკი საკმარისია იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში არსებულ მობილობის მოთხოვნას მოემსახუროს, თუმცა ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა გაიზრდება და ამიტომ, ვგეგმავთ 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენას. მომდევნო წლიდან მოხდება 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შეძენა, რომ ამ გაზრდილ მოთხოვნას მზად დავხვდეთ…
ჩვენ გვყავს ავტობუსები, მაგრამ ვერ ვემსახურებით 100 00 მგზავრს, რადგან არ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლები. რა თქმა უნდა, ასე ვერ იქნება, რომ ერთ დილით გავიღვიძებთ და ეს ზოლები ყველგან გვექნება. ჩვენ ვთქვით, რომ ორი წელი დასჭირდება ბოლომდე მისვლას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლები გვქონდეს, რათა გადაადგილება კომფორტული იყოს. ჯერ მხოლოდ რვა თვე გავიდა და 2023 წლის ბოლოს იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლები”.