გელათში უნიკალური ფრესკა დაზიანდა. ისტორიულ ტაძარში დავით აღმაშენებლის დროს გაწყობილ ღვითსმშობლის მოზაიკაზე ზედაპირის ცვენა დაიწყო. ტაძარში ჩასულმა წყალმა მოზაიკის ადრე ტონირებული ფენა გადარეცხა. ლაქები გაჩნდა მოზაიკის სხვა ნაწილებშიც.
გელათის მცველების ვარაუდით, დაზიანება მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და პროცესი შეუქცევადი გახდება.
დიდხნიანი პაუზის შემდეგ წულუკიანის უწყებამ მედიასაშუალებებს ტაძარშ შესვლის უფლება მისცა, თუმცა ხარაჩოების მიღმა მიმდინარე პროცესი კამერების ობიექტებმა ვერ ასახეს. ამის მიუხედავად, ფოტომასალა, რომელიც ტაძრიდან გავრცელდა და ხელოვნებათმოცდნეების ხელში მოხვდა, უმძიმესია.
საშინელი შედეგია, ფრესკები ლპება. ეს ლპობის პროცესი გადავიდა უკვე მოზაიკაზე, ყველაზე მთავარ ადგილას გელათის მონასტერში დავით აღმაშენებლისეულ, დემეტრეპირველისეულ მე-12 საუკუნის მოზაიკაზე. ღვთისმშობლის მზოაიაკს ჩამოსცვივდა ღაწვი, ყველაზე სუსტი ადგილი, რომელიც ჰქონდა. დალაქავდა თვითონ მოზაიკის ფონიც, ოქროს ფონი. ეს არის კატასტროფა. ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ის ამბავი, რომ გელათის პროცესი დახურულია, იქ ვერ შედის მედია, იქ ვერ შედიან სპეციალისტები, რომ პროფესიული საზოგადოება გარიყულია პროცესებისგან, ეს ფაქტობრივად, არის დანაშუალებრივი პროცესი სამინისტროს მიერ მართული. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გახსნან პროცესი, ჩართონ სპეციალისტები, ნუ არიან ასე ჩახურულები და ნუ მოქმედებენ გელათის საზიანოდ, თორემ მათ ეს ძალიან ცუდად მოუბრუნდებათ. ეს არის მთლიანად წულუკიანის პასუხისმგებლობა და მთლიანად „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა, – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევით ცენტრ „კულტურული მემკვიდრეობა და გარემოს“ დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.