ორ საათზე მეტია, ბუკნარში მცხოვრები მოსახლეობა, ადგილობრივ ხელისუფლებას და გურიის გუბერნატორს ელოდება. თუმცა როგორც ჩანს, ზურაბ ნასარაია, რამდენიმე კილომეტრის გავლას და ამ ადამიანებთან ჩასვლას არ აპირებს.მიუხედავად იმისა რომ ადგილზე შეკრებილია ათობით ადამიანი.
ადგილობრივები, ადგილზე გურიის გურიის პირველი პირის მისვლის მოთხოვნას აყენებენ, ნასარაია კი, ამ დრომდე სოფელში არ გამოჩენილა.
აღსანიშნავია ისიც, რომ იმ ადგილზე სადაც მუსლიმების სალოცავი მდებარეობს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც არ გამოჩენილან, მაშინ როდესაც სოფელში დაპირისპირება სისხლიან ანგარიშწორებაში გადაიზარდა.
დაპირისპირების ორივე მხარე მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ მათ ელაპარაკონ, გამოვიდნენ კაბინეტებიდან და დაიწყონ ამ კომფლიქტის მოგვარება.
ისინი მშვიდობიანი ლოცვის საშუალებას და ხელისუფლების ადგილზე მისვლას ითხოვენ.
თუმცა ამ რეალობის მიუხედავად, დაზარალებული და სისხლისღვრამდე მისულ მოსახლეობასთან, ხელისუფლება ვერ, ან არ ახერხებს კომუნიკაციას.