რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის თქმით, ყირიმის ხიდზე უკრაინის ტერორისტულ თავდასხმას რუსეთმა ტერორისტების განადგურებითუნდა უპასუხოს.
“რუსეთის პასუხი ამ დანაშაულზე შეიძლება მხოლოდ ტერორისტების პირდაპირი განადგურება იყოს, ამას ელიან რუსეთის მოქალაქეები”. – აღნიშნა მედვედევმა.
მის თქმით, ყირიმის ხიდზე მომხდარი თავდასხმა ტერორისტული აქტი და დივერსია იყო.
“ეს იყო ტერორისტული აქტი და დივერსია, რომელიც კიევის კრიმინალურიმა რეჟიმმა ჩაიდინა. ამასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არასდროს ყოფილა”. – აღნიშნა მედვედევმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ყირიმში, ქერჩის ხიდის აფეთქება უკრაინის სპეციალური სამსახურების მიერ დაგეგმილ ტერორისტულ აქტად შეაფასა.