რას ნიშნავს კიევის უსაფრთხოების შეთანხმება და რას სთავაზობს უკრაინა დასავლეთს

გამოცემა Foreighn Policy წერს, რომ უკრაინის ხელისუფლება გაერთიანდა NATO-ს ყოფილ გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან, რათა დასავლეთსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების ახალი პაქტი შესთავაზოს. აღნიშნული დოკუმენტი ნაწილობრივ აშშ-სა და ისრაელს შორის ურთიერთობებზე დაყრდნობით.

ე.წ. კიევის უსაფრთხოების შეთანხმება გულისხმობს დასავლური ქვეყნების კოალიციისგან უკრაინისთვის იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიებს, რათა განამტკიცოს შესაძლებლობა შეებრძოლოს რუსულ აგრესიას ერთობლივი წვრთნების, მოწინავე თავდაცვითი იარაღის უზრუნველყოფისა და ქვეყნის თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსის განვითარების მხარდაჭერის გზით.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებას დააჩქარებდა, თუმცა დასავლელ ჩინოსნებსა და ექსპერტებს ეეჭვებათ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში განაცხადი მხარდაჭერას მიიღებს.

Foreigh Policy წერს, რომ რასმუსენმა შეთანხმებას მხარდაჭერის ფორმალური განმტკიცება უწოდა, რომელიც დასავლეთმა უკვე აღმოუჩინა უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ. NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ამ გეგმაზე პრეზიდენტი ოფისის ხელმძღვანელთან, ადრეი ერმაკთან ერთად იმუშავა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, რასმუსენი ამჟამად გეგმას NATO-ს წევრ სახელმწიფოებს აცნობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share