რუსული ძალები, დღეს დილით, ვინიცის ოლქში მდებარე ლადიჟინის თბოსადგურს ე.წ. „კამიკაძე“ დრონების გამოყენებით დაესხნენ თავს, – ამის შესახებ ვინიცის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ბორზოვმა განაცხადა.
„ლადიჟინის თბოსადგურზე Shahed-136-ის ორი დრონით შეტევა განხორციელდა“, – წერს ბორზოვი.
მისი თქმით, თბოსადგურის ტერიტორიაზე ამჟამად ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს.
ცნობილია, რომ გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა რაკეტებითა და „კამიკაძე“ დრონების გამოყენებით უკრაინის სხვადასხვა ტერიტორიაზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ უბნებზე თავდასხმა განახორციელეს.