ემუქრება თუ არა საქართველოს სანქციები – ევროკავშირი იმ ქვეყნებისთვის, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, შეზღუდვების დაწესების პაკეტზე მუშაობას იწყებს.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ საფრთხე საქართველოსაც ემურება, რადგან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე საეჭვო ტვირთების გაადგილებს შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა.
ის, რომ ბრიუსელში საკითხზე მსჯელობა დაწყებულია “რადიო თავსიუფლების “ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკიც ადასტურებს. ჟურნალისტი, რომელმაც ბრიუსელსი მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესაბ ყველაზე მეტი ამბავი იცის, ამბობს, რომ მესამე ქვეყნების დასანქცირებაზე მსჯელობა დაწყებულია. მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს დასანქცირების საკითხი არ განიხილება, თუმცა ეს მოცემულობა შესაძლოა, ნებისმიერ წამს შეიცვალოს.
იოზვიაკის განმარტებით, ევროკავსირი ფრთხილობს სანქციები დაუწესოს ქვეყნებს, რომლებსაც პოტენციურ პარტნიორებად აღიქვამს.
ეს საკითხი ევროკავშირში გასულ კვირას დაამტკიცეს. ეს ახალი საკითხია. ისინი ეძებენ ახალ ინსტრუმენტს, რომელიც ამერიკის მსგავსია, მეორად სანქციებს. დაასანქცირებენ ადამიანებს, კომპანიებს, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს სანქციების თავის არიდებაში. ესენი, შესაძლოა, იყვნენ ევროკავშირის მოქალაქეები, ქართელები, შეიძლება იყოს ნებისმიერი. ეს არის ის, რასაც ამერიკელები აკეთებენ. რა თქმა უნდა, ევროკავშირი მეტი სანქვიების დაწესებას გეგმავს იმის გამო, რასაც რუსეთი აკეთებს, ამიტომ ეძებენ სხვადასხვა ვარიანტებს. ჩემი აზრით, სანქციებს იქამდე არ დააწესებენ, სანამ მკაფიო მტკიცებულებები არ ექნებათ. ვფიქრობ,ს ანქციების მორიგ პაკეტში ეს ინსტრუმენტი არ იქნება გამოყენებული, თუმცა ეს უკვე არსებვობს და ვფიქრობ, მესამე ქვეყნებს სადარდებელი ნამდვილად აქვთ. ჯერჯერობით ამერილებიც თავს იკავებენ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისგან. ამ ეტაპზე არ მაქვს რაიმე ინფორმაცია, რომ ქართველები ან ქართული კომპანიები დასანქცირდებიან, მაგრამ მომავალშ ეს შეიძლება მოხდეს. ევროკავშირი ლეგალური სტრუქტურაა, რაც ნიშნავს, რომ თუ რამეს აკეთებს, ამის მყარი, ტყვიაგაუმტარი მტკიცებულება უნდა ჰქონდეს. ძალიან მდიდარ ადამიანებს შეუძლიათ ჰყავდეთ ძალიან კარგი ადვოკატები. მათ შეუძლიათ დაამცირონ ევროკავშირი თავისივე სასამართლოში, ამიტომ ევროკავშირი უნდა იყოს ფრთხილად, როცა მათი სამიზნეა მდიდარი ადამიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავს რეპუტაციას. ევროკავშირი ფრთხილობს სანქციები დაუწესოსო ქვეყანას, რომელსაც პარტნიორად მიიჩნევს. ყველა ეს ქვეყანა, იქნება ეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები თუ სამხრეთ კავკასია, ერთ დღეს მართლაც შეუერთდებიან ევროკავშირს, ამიტომ იმ ადმაიანების დასჯა, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება უნდათ, მათ გეგმებშ არ შედის, – ამბობს იოზვიაკი.