გელათს ვკარგავთ..მთელი ქვეყანა ფეხზე უნდა იდგეს – მედეა მეტრეველი

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ,მედეა მეტრეველი, გელათის ირგვლივ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მოითხოვს, ხელისუფლებისგან სასწრაფოდ გასაჯაროვდეს დასკვნა და პარლამენტმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ტაძრის გარშემო არსებულ ვითარებაზე.

მისი თქმით, დღეს უკვე ვკარგავთ გელათს და მთელი ქვეყანა ფეხზე უნდა იდგეს ახლა.

“გელათში ღვთისმშობლის უნიკალური მოზაიკის ნაწილები ცვივა. წმინდა მარიამის თვალის ქვედა ფრაგმეტი ჩამოიშალა. რადგანაც კულტურის სამინისტრო ვერ ასრულებს მასზე ნაკისრ ვალდებულებებს და “გასამხედროებულ ობიექტად” აქცია ტაძარი და მთელი სარეაბილიტაციო პროცესი, საქართველოს პარლამენტმა უნდა აიღოს სრული პასუხისმგებლობა ტაძრის გარშემო არსებულ ვითარებაზე! უნდა გასაჯაროვდეს სამინისტროს მხრიდან საპატრიარქოს მიერ მოწვეული ექსპერტების უმძიმესი დასკვნა. გასაჯაროვდეს სარეაბილიტაციო სამუშაოების გეგმა. შეიქმნას კომპეტენტური სპეციალისტებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი წამყვანი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. პროცესი გახდეს საჯარო . გელათის ტაძარი არ არის კულტურის სამინისტროს საკუთრება. საყდრისის აფეთქების მსგავსად დღეს უკვე ვკარგავთ გელათს და მთელი ქვეყანა ფეხზე უნდა იდგეს ახლა,”- ნათქვამია განცხადებაში, როემლსაც „ლელო“ ავრცელებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share