ბიძინა ივანიშვილი თუ მართლა გაერიდება გადაწყვეტილებების მიღებას, „ქართულ ოცნებაში“ შიგნით დაპირისპირებები დაიწყება. დღეს გახარიას და კალაძის დაჯგუფებებია „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე ძლიერი და ისინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ეს დაპირისპირება კი, ძალიან მალე გამოვა სააშკარაოზე, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, მას არ სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი მთლიანად ჩაეხსნება „ქართულ ოცნებას“ და არავისთან კომუნიკაცია არ ექნება. ელისაშვილის თქმით, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს გუნდში ისევ ბიძინა ივანიშვილი მიიღებს.
„ქართული ოცნების“ დიდი მკვლევარი არ ვარ, ყველა ვხედავთ, რომ გახარიასა და კალაძე-კობახიძის ფრთას შორის დაპირისპირება აქამდეც იყო, თანაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ კალაძეს აქვს ამბიცია პრემიერი იყოს. შესაბამისად, გახარიას და კალაძის დაპირისპირება იქნება და კალაძეს წარმოადგენს პარტიაში კობახიძე. დაჭამენ ერთმანეთს!“, – განაცხადა ელისაშვილმა.
„კობახიძეზე გაცილებით ძლიერი ფიგურა მანდ კალაძეა ერთი მხრივ და მეორე მხრივ, გახარია. ამაზე ბევრი ლაპარაკი არ მინდა. „ქართულ ოცნებას“ ჯანდაბამდე გზა ჰქონია, მაგათი მემატიანე კი არ ვარ“, – განაცხადა ელისაშვილმა.
მსგავსი სტატიები
- 96
"დიახ უმაგრესი და სამართლიანი რეაქცია გვქონდა პუტინის "პროპაგანდისტის", ქართული მთლიანი სახელმწიფოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების ავტორის მიმართ, რომელიც კომენდანტის საათის დარღვევით გაღატაკებულ , "გამომწყვდეულ" საქართველოში 50 კაცით ,საგრიალოდ ჩამოფრინდა და ჩვენ არ დავხვდით ხელგაშლილები , როგორც ყოველთვის და ელარჯი” არ ვაჭამეთ, არც ვიღაც მასპინძელ "პევიჩკას" შეარგეს ვაჟკაცებმა და პატრიოტმა ადამიანებმა ,დაგეგმილი…
- 95
რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მთავრობის წარმომადგენლებთან და ეპიდემიოლოგებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა,რომ შეხვედრა ყოველგვარი შეთანხმების გარეშე დასრულდა და მეტიც, ეპიდემიოლოგების არგუმენტები სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა ბიზნესისთვის. „შეთანხმება არაფერზე არ მომხდარა. წარმოიშვა ძალიან დიდი უფსკრული ბიზნესსა და სახელმწიფოს გადამწყვეტლებს შორის. რთულად წარმოსადგენია, ეს უფსკრული როგორ შეივსება. აქ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას…
- 95
ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში გადასვლა მოუწევს. აღნიშნულის შესახებ ის ვრცელ წერილში საუბრობს, სადაც ასევე აცხადებს, რომ პარტიასა და პოლიტიკას საბოლოოდ ტოვებს. ივანიშვილი თავის წერილში ამბობს, რომ საქართველო დღეს ღარიბია როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. წერილში ვრცლად მოიხილავს, მისი აზრით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიღწევებს და კვლავ ასევე ვრცლად…
- 95
მშვიდობის კათედრალმა, რომლის წინამძღვარი ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო ინტერრელიგიური მოღვაწეების წერილი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას ეხმიანება. წერილს გთავაზობთ უცვლელად: "მშვიდობა და კეთილი სურვილები ყველას, ვინც ამ წერილს კითხულობთ. როგორც გლობალური თემის წევრები და მორალური ლიდერები, გწერთ, რომ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა საქართველოს მოქალაქეებისადმი, რომლებიც ახლა დემოკრატიისა და…