„ქართული ოცნება” ФСБ-ს ბრალდებებზე პირველ კომენტარს აკეთებს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ირწმუნება, რომ ტროტილით დატვირთულ სატვირთოს საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს. კაკაურიძის განმარტებით, საბაჟო სამსახურს შემოწმების პროცედურა კარგად აქვს გაწერილი.
– არ გაუვლია საბაჟო საზღვარი არც ტროტილით დატვირთულ ტვირთს და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს. მე არ მაქვს ვალდებულება თავი ვიმართლო ვინმეს წინაშე. თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს, რომ სახელმწიფო საზღვარი გაიარა, მაგ შემთხვევაში გამოძიებაც დაიწყება, პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან, თუმცა ის, რომ ვიღაცამ თქვა უბრალოდ და ამიტო მე თავი უნდა ვიმართლო, ნამდვილად ვფიქრობ, რომ თავი არ უნდა ვიმართლო. მე ვიცი, რომ საბაჟო საზღვარი არ გაუვლია. სპეკულაცია თუ არის, შესაბამისმა სამსახურებმა უნდა უპასუხონ. მე გეუბნებით, რომ საბაჟო სამსახურს თავისი მოვალეობის შესრულებაში ეს პროცედურა აქვს ძალიან კარგად გაწერილი და მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა, – ამბობს კაკაურუძე.