ლანჩხუთის ენმ-ის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე დაწყებულ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებს, რომელმაც, როგორც ადგილობრივებიც ადასტურებენ არჩევნებზე ხმების მიღების სანაცვლოდ სალოცავის აშენებასთან დაკავშირებით გაცემული პირობა არ შასრულა და მოსახლეობა ერთმანეთს დააპირისპირა:
“ქართული ოცნება” ახლა ვირთხის დღეშია სოფელ ბუკნარში. რა უთხრას ადგილობრივ მორწმუნე მუსლიმებს – გავინაღდეთ ჩვენი,მოგაცემინეთ ხმა და ახლა რასაც გპირდებოდით ვეღარ შეგისრულებთ რადგან, აგერ რამოდენიმე თვეში კიდე მოდის არჩევნები და მართმადიდებელ მოსახლეობას ხომ ვერ გადავიმტერებთო – ამას ხომ არ ეტყვიან?! დარწმუნებული ვარ, ახლა იმით არიან დაკავებულები, რომ იქნებ ვინმე ე.წ ავტორიტეტები გამოძებნონ კონფლიქტის ორივე მხარეს და რამენაირად ეს პრობლემა კი არ გადაჭრან ისე, როგორც ეს პასუხისმგებლობის მატარებელ ხელისუფლებას ევალება, არამედ რამენაირად დროებით მიჩქმალონ, გადააფარონ დროებით შავი ზეწარი, რომ მათი პირადი პოლიტიკური ინტერესები არ დაზიანდეს და მერე თუნდაც ქვა ქვაზე არ დარჩენილა. ეგენი ხომ ყველა პრობლემას ასე უდგებიან რვა წელია?!”- წერს ასკურავა.