კასპის მერმა “ცოცხების აქციის” ერთ-ერთი მონაწილე კულტურის სამსახურში დაასაქმა. ინფორმაციას გამოცემა Mozaikanews ავრცელებს და წერს, რომ გიული ყოჩიშვილი სპეციალისტის თანამდებობას კულტურის აიპში იკავებს. ის ირწმუნება, რომ სამსახური არა პარტიული ერთგულების, არამედ მისი პროფესიონალიზმის გამო მიიღო.
“აღრიცხვაზე ვიყავი დაყენებული, გამომიჩნდა სამსახური და გამოვედი. “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ვარ, იმიტომ რომ მომწონს ჩემი პარტია”, – ამბობს ყოჩიაშვილი ადგილობრივ მედიასთან.
გამოცემის ცნობითვე, “ქართული ოცნების” აქტივისტმა არ იცის, კონკრეტულად რა მოვალეობები აკისრია მას სამსახურში. ყოჩიაშვილმა ჟურნალისტებს მოუწოდა, დამატებითი კითხვებით მის ხელმძღვანელ პირებს მიმართონ: “მე რა პოზიციაზე ვმუშაობ კულტურაში? ისა, სპეციალისტი ვარ, ჩემი საქმის. წადი და ეგ ზემოთ იკითხე. მოდი ეხლა დამანებე თავი, ძაან ღრმაში ნუ გადამიყვან”.
მთავარი არხი