ბუკნარის კონფლიქტში ქრისტიანებიც და მუსლიმანებიც გურიის მაჟორიტარს, ვასილ ჩიგოგიძეს ადანაშაულებენ

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მიმდინარე კონფლიქტში ორთავე დაპირისპირებული მხარე , ამ კონფლიქტის პროვოცირებაში გურიის მაჟორიტარ დეპუტატს, ვასილ ჩიგოგიძეს ადანაშაულებენ. როგორც ადგილობრივი მუსლიმები გურიის მოამბესთან საუბრობენ, გასული წლის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა ვასილ ჩიგოგიძემ პირობა დადო, რომ მათ სამლოცველოს გახსნის შესაძლებლობას მისცემდა. ისინი მას დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ;
ადგილობრივი მართლმადიდებლები ასევე ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ სწორედ ხელისუფლებამ და ქართულმა ოცნებამ წარმოშვა ეს კონფლიქტი, რადგან მათ ხმების სანაცვლოდ გაყიდეს სოფლის ინტერესები, დაპირდნენ რა მუსლიმანებს სამლოცველოს მშენებლობას , რამაც საბოლოო ჯამში, თითქმის ბოლო ასწლოვან იტორიაში სოფელში უპრეცედენტო პროცესებს მისცა ბიძგი.
რამდენიმე კვირააა სოფელ ბუკნარში, ადგილობრივი ქრისტიანები ასევე ადგილობრივი მუსლიმების მიერ სალოცავის გახსნას აპროტესტებენ და მის შეჩერებას მოითხოვენ. გუშინ ეს პროცესი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც 3 მუსლიმანი დაშავდა.
ამ წუთებში სოფელი ორ ნაწილადაა გაყოფილი, ქრიტიანები სოფლის ცენტრში არიან შეკრებილი და ამბობენ, რომ არ დაუშვებენ სამლოცველოს გახსნას.
ხოლო მუსლიმანები სამოცველოსთან იმყოფებიან , სადაც ასევე იმყოფება ქობულეთისა და დასავლეთ საქართველოს მუფტის ხელმძღვანელობა.
სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ ეს წუთია ბუკნარში ადგილობრივ მუსლიმანებს სოლიდარობის ნიშნად შემოუერთდა რამდენიმე ასეული მუსლიმი აჭარიდან და ჩოხატაურის მიმდებარე სოფლებიდან.
სოფლის მთელ პერიმეტრზე დიდი რაოდენობის პოლიციაა მობილიზებული.
ხალხი დილიდან ელოდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგრამ მათთან ჯერ-ჯერობით არავინ მისულა.
როგორც ადგილობრივი კორესპონდენტი ბუკნარიდან იუწყება, სოფელში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, , რასაც ემატება ადგილობრივი ხელისუფლების უმოქმედობა .
ამ წუთებში მუსლიმთა დიდი ჯგუფი სოფლის ცენტრისკენ მიემართება, სადაც ქრისტიანები არიან თავმოყრილნი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share