საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ვაკის პარკში მომხდარს ეხმაურება. როგორც ის აცხადებს, მომხდარზე იქნება “უმკაცრესი რეაგირება”.
“ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი.
ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ.
გამოძიება უკვე დაწყებულია, დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი რეაგირება”, – წერია ღარიბაშვილის განცხადებაში.
ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ რამდენიმე ბავშვს დენმა დაარტყა. მათგან ერთ-ერთი გარდაიცვალა. დანარჩენები კი საავადმყოფოში იმყოფებიან. შადრევანი გუშინ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ გახსნა. როგორც დედაქალაქის მერმა, ვაკის პარკში ჩატარებული სამუშაოების ცენტრალური კონტრაქტორი იყო „გრინ სერვისი“ და პროექტი შემოწმებული იყო.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.