ცნობილი ბიზნესმენი, ცხოველთა თავშესაფრის მეპატრონე, თამაზ ელიზბარაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„რატო მოკალით ეს ბავშვი თქვე ახვრებო?
ვერ გაძეხით ბიუჯეტიდან მოპარული ფულით?
თქვე ბიუჯეტის ვირთხებო, ფული რომ არ შეგეჭამათ, ხო გააკეთებდით ნორმალურ შადრევანს და ეს ანგელოზიც ცოცხალი იქნებოდა დღეს !!!“ – წერს თამაზ ელიზბარაშვილი.
ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ერთი ბავშვი ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში რჩება, ერთი კი „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაშია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო.