“აკეთეთ ფული და გაწირეთ სასიკვდილოდ ჩვენი და თქვენი შვილები, ასევე მთელი საქართველოს მომავალი თქვე ს ა ც ო დ ა ვ ე ბ ო ! ! !”

საოპერო მომღერალი, პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე წერს:

“ვწყვეტ გამოსვლას ტელევიზიით და ჩემი აზრის გამოთქმას ამ ხელისუფლებაზე. ყოველთვის ვეძახდი მათ მავნებლებს და ქვეყნის დამღუპველებს. დღეიდან დავრწმუნდი რომ ესენი არიან საცოდავები, ბიძინა და კახიდან დაწყებული მათი თაყვანისმცემლებით დამთავრებული. იმდენი ბოროტება ჩაიდინეს საკუთარ თავთან ერთად შთამომავლობა გაიმეტეს. მათ კრიტიკას აზრი არ აქვს იმიტომ რომ გამოჩნდება ვინმე გიორგი ამილახვარის ნაირი და მოუძებნის გამართლებას. ასე რომ აკეთეთ ფული და გაწირეთ სასიკვდილოდ ჩვენი და თქვენი შვილები ასევე მთელი საქართველოს მომავალი თქვე

ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და მთელ საქართველოს ამ ტრაგედიას!!!”, – წერს ბურჭულაძე.

ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ერთი ბავშვი ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში რჩება, ერთი კი „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაშია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share