თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ახლადრეაბილიტირებულ ვაკის პარკში, სადაც თამაშისას, ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად შადრევანში ჩასულ მოზარდს და მის დასახმარებლად ჩასულ მის თანატოლს დენმა დაარტყა. მათგან ერთი – 13 წლის გოგონა გარდაიცვალა. გარდაცვლილი გოგონა 55-ე სკოლის მოსწავლე მარიტა მეფარიშვილია.
ვაკის პარკში მომხდარ დღევანდელ ტრაგიკულ შემთხვევაზე თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ბავშვების ამოსაყვანად შადრევანში მამაკაცი შევიდა. მან ორი ბავშვი ამოიყვანა, თუმცა მესამე ვერ ამოჰყავდა, რადგანაც დენი ურტყამდა.
მამაკაცი, რომელზეც მთელი ქვეყანა საუბრობს, გავრცელებული ინფორმაციით, დევი მეზურნიშვილია. როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ის ეკო სერვისის თანამშრომელია.