ნიკო კვარაცხელიას დედამ, იზა ომაძემ შვილის მკვლელობიდან 6 თვის შემდეგ დუმილი დაარღვია.
როგორც ომიაძე ყვება, ბრალდებულ აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს კვარაცხელიას მკვლელობა კაკულიების ოჯახმა დაუკვეთა.
“მე ზუსტად ვიცი ჭელიძისა და კავილაძის აღიარებიდან, რომ მკვლელობა კაკულიებმა დაუკვეთეს. კაკულიების უკან ვინ დგას, ამას ალბათ მომავალი პროცესები გვაჩვენებს. ჭელიძესა და კავილაძეს რაც შეეხებათ, არანაირი დაპირისპირება ოჯახებს ერთმანეთთან არ გვქონია, ისინი ჩვენი მტრები არ იყვნენ, ისევე როგორც ჩვენ არ ვიყავით მათი მტრები, ჩემი შვილი მოკლეს ქვეყნის მტრებმა“, – განაცხადა ნიკო კვარაცხელიას დედამ „იმედთან“ საუბრისას.