უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა, პუტინის დაბადების დღის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას სახელით საჩუქარი გაუგზავნეს რაშისტებს.
პოსტს ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოზურგეთის საკრებულოს წევრი ენმ-დან, დავით მჟავანაძე აქვეყნებს.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული გმირი, აფხაზეთისა და ცხინვალის ომების მონაწილე, კაპრალი ზაზა დამენია ოზურგეთში დაიბადა.
2004 წლის 16 აგვისტოს, ზაზა დამენიამ, საკუთარი სიცოცხლის ფასად, თანამებრძოლები დაღუპვას გადაარჩინა. კაპრალი სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას სხეულით გადაეფარა და თანამებრძოლები გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა.