“ფლანგვის დეტექტორი” შპს გრინსერვისი+ -ის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ კომპანია სახელმწიფოს შესყიდვებში 2013 წლიდან მონაწილეობს და დღემდე 73 მილიონზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული.
“ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დაიწყო თბილისის მერიას ₾ 33 მილიონი უჯდება, რომლის მეორე, ₾ 13-მილიონიანი ეტაპი 12 ოქტომბერს დასრულდა.
შადრევნის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა.
შპს გრინსერვის+ არის კომპანია, რომელიც შადრევნისა და კასკადის რეაბილიტაციას ახორციელებს.
ამ კომპანიის მესაკუთრეები 2013 წელს სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს.
იგივე მესაკუთრეებთან არის ასოცირებული შპს გრინსერვისი, რომელიც 2012 წლის ივლისში შავ სიაში შეიყვანეს, მაგრამ მესაკუთრეებმა გრინსერვის+ დაარეგისტრირეს” – აცხადებს ორგანიზაცია.