მაისში დააპატიმრეს ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანია “მთავარის” მფლობელი, მას შემდეგ ქართული დემოკრატია უფრო სწრაფად ეცემა – ამის შესახებ საუბარია ესტონეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის (ICDS) სტატიაში.
“2021 წელს მელია ციხეში გაგზავნეს;
2022 წლის მაისში ასევე დააპატიმრეს ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანია მთავარის მფლობელი და ხელმძღვანელი ნიკა გვარამია. იქამდე დაჭერილი უკვე იყო ამავე ტელეკომპანიის დამფუძნებელი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი რურუა. მას შემდეგ ქართული დემოკრატიის დაცემა უფრო სწრაფი გახდა.
მთავრობა აწესებს კონტროლს სასამართლო სისტემაზე და კონსტიტუციურად დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე (როგორიცაა ეროვნული ომბუდსმენი და საარჩევნო კომისია), სპეცსამსახურები აფიქსირებენ ოპოზიციურ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს და აქვეყნებენ ჩანაწერებს შერჩევით მედიაში, მთავრობა ავიწროებს სამოქალაქო საზოგადოებას.
საქართველომ ოფიციალურად დაიკავა პოზიცია, რომ ომს მიღმა დარჩება და აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ ომში საქართველოს ჩაბმაში ადანაშაულებს.” , – წერენ სტატიის ავტორები