ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) წერს, რომ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შეჩერების მიზანი საშემოდგომო გაწვევისთვის მომზადების უკეთესი პირობების შექმნაა.
რუსეთის პრეზიდენტმა შემოდგომისთვის 120 000 ადამიანის გამოძახებაზე ბრძანება გასცა და გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა
ექსპერტების ცნობით, პუტინმა ფაქტობრივად აღიარა, რომ მოუმზადებელ წვევამდელებს საომარ მოქმედებებში რთავდა. ახლა კი მათ შეაკავებს რუსეთში სამხედრო მომზადების გავლამდე.
“პუტინს, სავარაუდოდ, სჭირდება შეაჩეროს ნაწილობრივი მობილიზაცია, რათა გათავისუფლდეს ბიუროკრატიული რესურსები გაწვევისთვის”, – წერენ ანალიტიკოსები.ცნობისთვის, გუშინ, 14 ოქრომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ “ნაწილობრივი მობილიზაციისთვის ყველა ღონისძიება ორ კვირაში დასრულდება”. როგორც პუტინმა ჟურნალისტებს უთხრა, “არაფერი დამატებითი არ იგეგმება”.