უხარისხო სამედიცინო მომსახურებისა და რუსეთის სარდლობის მხრიდან მძიმე დაჭრილების რუსეთში ევაკუაციის სურვილის არქონის გამო, სიკვდილიანობა 50%-ს აჭარბებს. ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.
შტაბში იუწყებიან, რომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამედიცინო დაწესებულებებში დიდი რაოდენობით დაჭრილია მოთავსებული.
ამრიგად, ამ კვირაში 100-მდე დაჭრილი მოათავსეს დონეცკის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს.
ზაპოროჟიეს რაიონის ქალაქ ტოკმაკში საავადმყოფოები გადატვირთულია. ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, ექიმების დატვირთვის და საწოლების არქონის გამო საავადმყოფოებში სამოქალაქო პირებს არ იღებენ.