“ლეიბორისტული” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა გუშინ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასულ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება და წერს:”ასეთი დამაკნინებელი, დამამცირებელი წარმოდგენა ქართველ ერსა და ხალხზე, მის რაობაზე ,ეროვნულ ცნობიერებაზე და ისტორიულ მისიაზე არათუ რომელიმე მმართველს, არამედ მომხდურ მტერსაც არ ქონია, რაც ივანიშვილს აქვს. მას პირველყოფილ ტომად მივაჩნივართ, რომელსაც ჭირდება მასავით “ბრძენი” ბელადი ჭკუის მასწავლებლად, აღმზრდელად და წინამძღოლად. P.S. ისე ზოგიერთების შემხედვარე, რომლებიც ისე განადიდებენ მას, როგორც მესიას, კერპს, ზეადამიანს კი აქვს საფუძველი ასე იფიქროს “აღზევებულმა მდაბიომ” – “სეთურის ხალხზე”-წერს გუგავა
მსგავსი სტატიები
- 93
"ცუდი მენეჯერი, თუ შულერი?! გვითხრა რომ წავიდა... საკითხავად 15-გვერდიანი წერილი და მოსასმენად 1-საათიანი ინტერვიუ დაგვიტოვა. დაგვამადლა მენეჯერული სუპერ თვისებები, მილიარდიანი ქველმოქმედება და კიდევ უფრო დიდი ქველმოქმედება, რაც თურმე მისი პოლიტიკაში ყოფნა ყოფილა. აღარ დამირეკოთო თქვა და კარი გაიჯახუნა… წავიდა, არწავიდა, სად წავიდა - გვირილას ფოთლების პუტვას და მარჩიელობას თავი რომ დავანებოთ, საინტერესოა დავფიქრდეთ მართლა რა დაგვიტოვა…
- 92
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის - თინათინ ბოკუჩავა თქმით, ბიძინა ივანიშვილის წასვლის მიზეზიცა და მიზანიც პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა, თუმცა ის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მაინც უამრავ "საცეცს" ტოვებს. ყველაზე მძლავრ მოთამაშედ კი ბოკუჩავა კვლავაც "ნაციონალურ მოძრაობას" მიიჩნევს: - ივანიშვილის წასვლის მიზეზიცა და მიზანიც პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობაა. სხვა არა ერთი მიზეზიც არსებობს,…
- 92
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, "მთავარ არხზე", თამარ ბაღაშვილის საავტორო გადაცემაში "მთავარი დებატები", იმის დასამტკიცებლად, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თანხმდება 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების შესახებ, იხსენებს თავისი მეგობრის მონაყოლს, ვისი 18 წლის შვილები მხოლოდ მას შემდეგ დადიან საპროტესტო აქციებზე, რაც არჩევნებზე ხმა მისცეს, მერე კი თავად დარწმუნდნენ, რომ მათი ხმები მოიპარეს. ჩემი…
- 92
ბიძინა ივანიშვილის მორიგი ხმაურიანი გადაწყვეტილება - "ქართული ოცნების" უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ და მისმა მეუღლემ საქართველოში არსებული საკუთარი ქონების დიდი ნაწილი საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" გადასცეს. საუბარია საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის, დაახლოებით მილიარდ-ნახევარი დოლარის აქტივებზე. ჩამონათვალთა შორის, რომელიც ფონდს გადაეცა, არის 30-მდე ობიექტი - მათ შორის სასტუმრო "პარაგრაფი", შპს თბილისი სითი, სოლოლაკის ბიზნესცენტრი, "თაბორი რიზორთსი",…