მტრის ჯამური დანაკარგი 75 ათასს უახლოვდება – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოკუპანტებს მოუწოდებს, რომ ნებაყოფლობით ტყვედ ჩაბარდნენ.

“მტრის ჯამური დანაკარგი, მხოლოდ დაღუპულები, 75 ათასს უახლოვდება. რუსეთის უამრავმა მოქალაქემ სიცოცხლე გაწირა იმისთვის, რომ კრემლში მყოფმა რამდენიმე ადამიანმა იგნორირება გაუკეთა რეალობას.

და იმის მიხედვით, თუ როგორ გრძელდება რუსული „დაკრძალვა“, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასი ათასი დაღუპული რუსი მოქალაქეც კი არ აიძულებს კრემლს რაიმეზე დაფიქრდეს.

მხოლოდ რეალური გამარჯვებები უკრაინისთვის, მხოლოდ თავისუფალი სამყაროს მიერ საკუთარი თავის რეალური დაცვა რუსული ტერორისგან და შანტაჟისგან – დაცვა სანქციებით, დაცვა უკრაინის დახმარებით – მხოლოდ ოკუპანტების სრული განდევნა უკრაინის მიწიდან და ტერორისტული სახელმწიფოს აგრესიული შესაძლებლობების დემონტაჟი – ეს ყველაფერი მშვიდობის გზაა.
ჰოდა, კიდევ ერთხელ შევახსენებ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც არ სურთ ამ კრიმინალურ ომში მონაწილეობა, მაგრამ ომში არიან გაგზავნილნი – ვინც უკრაინას ტყვედ ჩაბარდება, სიცოცხლეს შეინარჩუნებს. ყველას, ვინც აგრძელებს ბრძოლას რუსეთის ჯარში, ან დაქირავებულთა შორის, ასეთი შესაძლებლობა არ აქვს.
ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ყველაფერს. დიდება უკრაინას!”, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share